რეგიონი
უკრაინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი აღკვეთეს
სამართალდამცავმა უწყებებმა უკრაინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეზე ევგენი იენინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა“, - განაცხადა იენინმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სატელევიზიო ინტერვიუში საუბრისას დღეს განაცხადა, რომ მას არ შეუძლია რაიმე დეტალის გამხელა. თუმცა ის დასძენს, რომ „ამის შესახებ ბევრად უფრო დეტალურად საუბარი რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი”.

interpressnews.ge
| Print |