რეგიონი
დნეპროპეტროვსკის რეგიონში ნავთობის საცავს სამი რუსული რაკეტა მოხვდა
დნეპროპეტროვსკის რეგიონში ნავთობის საცავს სამი რუსული რაკეტა მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, რეგიონის გუბერნატორ, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის ცნობით, საცავში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს.
| Print |