რეგიონი
მტერი ნოვოლუგანსკოესა და ბახმუტის დასახლებებს უტევს, საომარი მოქმედებები გრძელდება
მტერი ბახმუტის მიმართულებით, ნოვოლუგანსკოესა და ბახმუტის დასახლებებს შტურმით უტევს, საომარი მოქმედებები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა კოდემას, ნოვოლუგანსკოეს, პოკროვსკოეს, ბერესტოვოეს, სპორნოესა და ივანო-დარიევკას დასახლებებს, სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელა სოლედართან, სპორნოესთან და შუმოვთან ახლოს.

„საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის მხარდაჭერით, აგრესორმა განაახლა თავდასხმის ოპერაციები სპორნოეს დასახლების მიმართულებით, აქვს ნაწილობრივი წარმატება, ბრძოლა გრძელდება", - აღნიშნულია ანგარიშში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ დონეცკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში კონტროლის დამყარებაზე.

„კრამატორსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ბელოგოროვკასა და ვერხნეკამენსკოეს რაიონებს. სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განხორციელდა სლავიანსკთან და ზვანოვკას მახლობლად. ავდიივკას, კურახოვეს, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით ფიქსირდება თავდაცვის ძალების პოზიციების დაბომბვა სხვადასხვა კალიბრის არტილერიით,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, იუჟნობუგსკის მიმართულებით, მოწინააღმდეaგე ძირითად ძალისხმევას მიმართავს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინსვლის აღკვეთაზე, არტილერიით დაბომბა ლუპარევოს, მირნოეს, შევჩენკოვოს, კრასნაია დოლინას, კობზარცის, პარტიზანსკოეს, ბერეზნეგოვატოეს, ტოპოლინოს, ივანოვკას, პოტემკინოს, კნიაზევკას, დობრიანკას, ტრუდოლიუბოვკას და ოსოკოროვკას დასახლებები.
| Print |