რეგიონი
რა ვითარებაა უკრაინაში ომის 135-ე დღეს
საოკუპაციო ძალა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები სუმის, ხარკოვისა და კრამატორსკის დასახლებულ რაიონებზე ხორციელდება, რასაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე ოკუპანტთა აქტივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულ შენაერთებს წინსვლა არცერთი მიმართულებით არ ჰქონიათ. რუსული მხარე აღმოსავლეთის ფრონტზე საბრძოლო აქტივობის შემცირებას ოპერატიული პაუზით ხსნის, რომლის დროსაც საბრძოლო პოტენციალის შევსება და სამხედრო ტექნიკის გეგმური შემოწმება მოხდება, ჯარისკაცებს კი დასვენების საშუალება მიეცემათ.
| Print |