რეგიონი
არსებული ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სასამართლომ აზოვის პოლკის 2 ჯარისკაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ "აზოვის" ბატალიონის ორ ჯარისკაცს - კონსტანტინე ნიკიტენკოს ("მელა") და ნიკოლაის, იგივე "ფროსტს" სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებზე რუს პროპაგანდისტებზე დაყრდნობით ვრცელდება. ოფიციალური ცნობა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

"სახალხო რესპუბლიკაში" საოკუპაციო რეჟიმმა სიკვდილით დასჯა რამდენიმე დღის წინ აღადგინა.

"მთავარი არხი"
| Print |