რეგიონი
რისთვის ემზადება რუსეთი?
რუსეთი ემზადება ფართომასშტაბიანი შეტევისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იტყობინება. 

როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, ოკუპანტები აგრძელებენ უფრო შეზღუდული შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. 

„როდესაც რუსეთის სამხედრო სარდლობა გადაწყვეტს, რომ საკმარისად არის მომზადებული ძირითადი შეტევითი ოპერაციის გასაგრძელებლად, დიდი ალბათობით გააგრძელებს ფართომასშტაბიან წინსვლას დიდი რაოდენობით ჯარისკაცებით ვიდრე ახლა. ოპერატიული პაუზა შესამჩნევია”, - ნათქვამია ISW ანალიზში.
| Print |