რეგიონი
უკრაინელებმა ბოლო 24 საათში 300 რუსი სამხედრო მოკლეს
უკრაინელებმა 24 თებერვლიდან 37 870 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 
სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსები შტურმის განხორციელებას ცდილობდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა დერგაჩის, ჩერკასკაია ლოზოვაიას, დემენტიევკას, რუსკი ტიშკის, ჩერკასკი ტიშკის და სლატინოს დასახლებებს.

„სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცეცხლს ხსნის ბარვენკოვოეს, დიბრივნოეს, კურულკას, პოდოლოვკას, ჩეპილის, კრასნოპოლიესა და ბოგოროდიჩნის ტერიტორიებზე. მტერი ცდილობდა შტურმის განხორციელებას კურულკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

კრამატორსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა გრიგოროვკას, სევერსკის, კრამატორსკის, ვერხნეკამენსკის, ზაკოტნეს, სერებრიანკასა და სპორნოეს რაიონები, განახორციელა ავიადარტყმები ვერხნეკამენსკსა და მაიაკოვთან. ახორციელებს შეტევას ვერხნეკამენსკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება“,
- აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცეცხლს ხსნიდა ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ნოვოლუგანსკოეს, ნიუ-იორკის, პოკროვსკოეს, ვესელა დოლინას, სოლედარის, ბერესტოვეს, ვესელეს, ვიემკას, სემიგორიეს, ვერშინას და უგლეგორსკაიას თბოსადგურის დასახლებებში.

„მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ნიუ-იორკის, ივანო-დარივკასა და სემიგორიეს მახლობლად. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა კოდემასა და ვერშინას მიმართულებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსეთს სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნაში ჰყავს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ოთხი საზღვაო ხომალდი.
| Print |