რეგიონი
რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები
მტრის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დონბასში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო „ტელეგრამში“ იუწყება.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 22 ივლისს რუსებმა დონბასში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრეს: 3 ბახმუტში, 2 სლავიანსკში, 2 ლასტოჩკინოში, 1 ნოვომიხაილოვკაში და 1 სევერსკში", - განაცხადა მან.

კირილენკოს თქმით, ამჟამად შეუძლებელია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.
| Print |