რეგიონი
უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 39 240 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
24 თებერვლიდან 23 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 240 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1708 ტანკი, 3929 ჯავშანტექნიკა, 864 საარტილერიო სისტემა, 253 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 221 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 714 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 167 ფრთოსანი რაკეტა, 2820 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 72 ერთეული სპეცტექნიკა.
| Print |