რეგიონი
გასული ღამის განმავლობაში დონეცკში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკში გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

მათივე ცნობით, ხანძარი ქალაქ დონეცკის ბუდენოვსკის რაიონში გაჩნდა, სადაც ნავთობის საცავი დაიწვა.

ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ დონეცკში მტრის საბრძოლო მასალების, საწვავისა და საპოხი მასალების ბაზას რამდენჯერმე შეუტიეს.
| Print |