რეგიონი
ხარკოვზე მტრის მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი
ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქზე მტრის მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. მერის თქმით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის ინდუსტრიული ობიექტები იყო.

იგორ ტერეხოვმა „ტელეგრამის“ არხზე ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ხანძარი არ მოჰყოლია, სამედიცინო პერსონალი კი დაშავებულების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
| Print |