რეგიონი
რუსეთმა უახლოეს მომავალში შეიძლება სევერსკიში შეჭრის ინტენსივობა შეამციროს, რათა ბახმუტზე ფოკუსირდეს
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, რუსეთმა უახლოეს მომავალში შეიძლება სევერსკიში შეჭრის ინტენსივობა შეამციროს, რათა ბახმუტზე ფოკუსირდეს.

ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები განაგრძობდნენ ჩრდილოეთით ბახმუტისკენ სვლას ნოვოლუგანსკის და უგლეგორსკის ჰიდროელექტროსადგურებში ახლახან დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით. ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები სევერსკის ირგვლივ მცირე მასშტაბის მიღწევებისთვის იბრძოდნენ და არ გადაუდგამთ რაიმე დადასტურებული ნაბიჯი ქალაქისკენ მას შემდეგ, რაც ივლისის დასაწყისში ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის დაკავება მოხდა.

“ამგვარად, რუსეთის სარდლობა დიდი ალბათობით, შეეცდება შეინარჩუნოს იმპულსი ბახმუტის ირგვლივ, სევერსკზე შეტევის ინტენსივობის შემცირების ხარჯზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ჯარები თავად აიღებენ ბახმუტს, მიუხედავად ამ მიმართულებით ბოლო ეტაპობრივი წინსვლისა”, - წერია ინსტიტუტის ანგარიშში.
| Print |