რეგიონი
უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის მზად არის - ზელენსკი
უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის მზად არის, ველით პარტნიორების სიგნალს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტორის ფუნქცია შეინარჩუნოს.

„ჩვენ მზად ვართ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ველით სიგნალს ჩვენი პარტნიორებისგან ტრანსპორტირების დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავრჩეთ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტორებად. მაშინ როდესაც, ვიღაც შავი ზღვის ბლოკირებით, ართმევს სიცოცხლეს სხვა სახელმწიფოებს, ჩვენ მათ გადარჩენის საშუალებას ვაძლევთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
| Print |