რეგიონი
ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი.

შემთხვევა ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ 14 აგვისტოს მოხდა. მერიის ინფორმაციით, პიროტექნიკური მასალების მაღაზიაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა და შენობის ნაწილობრივი განადგურება გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ადამიანები, შესაძლოა, ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ.
| Print |