რეგიონი
უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ არსებობს - შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება.

"მედია ავრცელებს სპეკულაციებს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ან ქიმიური იარაღის გამოყენების მზადყოფნის შესახებ. მთელი ეს ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა",
- აღნიშნა მან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, სამხედრო თვალსაზრისით უკრაინისთვის ასეთი დარტყმის მიყენების საჭიროება არ არსებობს.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში რუსეთს დასავლეთის გაერთიანებული ძალები უპირისპირდება, რომლებიც ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას აკონტროლებენ.

„უკრაინაში რუს სამხედრო მოსამსახურეებს დასავლეთის გაერთიანებული ძალები უპირისპირდებიან, რომლებიც აკონტროლებენ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში“, - აღნიშნა შოიგუმ.
| Print |