რეგიონი
მთიან ყარაბაღში, ლაჩინის რაიონში სომხები წასვლის წინ საკუთარ სახლებს წვავენ
მთიან ყარაბაღში, ლაჩინის რაიონში სომხები წასვლის წინ საკუთარ სახლებსა და მიმდებარე ტყეებს ცეცხლს უკიდებენ.

ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლაჩინის სასაზღვრო რაიონი ამ თვის ბოლოს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის შესაბამისად ოფიციალური ბაქოს კონტროლის ქვეშ მოექცევა.

როგორც სომხური მედია იტყობინება, სომხური მოსახლეობა, რომელიც ლაჩინში და ზაბუხში ცხოვრობს, გააფრთხილეს, რომ რეგიონი 25 აგვისტოსთვის დაეტოვებინათ.

თურქული მედია წერს, რომ ლაჩინი და მისი სოფლები სომხურმა არმიამ 1992 წელს დაიკავა, შემდეგ წლებში კი იქ სირიიდან და ლიბანიდან ჩამოყვანილი სომხები დასახლდნენ. აღნიშნულს აზერბაიჯანი ომის დანაშაულად და ჟენევის კონვენციების დარღვევად განიხილავდა.

ფოტო "ნეტგაზეთის" არქივიდან.
| Print |