რეგიონი
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თავდაცვით პოზიციაზე გადავიდა - CNN
დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თავდაცვით პოზიციაზე გადავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასულ კვირას, ყირიმში საკის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის სულ მცირე ნახევარი მოქმედებიდან ამოღებულ იქნა.

მედიის ინფორმაციით, მინიმუმ შვიდი და შესაძლოა, ათი თვითმფრინავი დაზიანდა ან განადგურდა გასული კვირის თავდასხმის დროს. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს ათობით საბრძოლო თვითმფრინავი ყირიმში მდებარე ორ სხვა ბაზაზე, თუმცა ისინი სპეციალურად შავი ზღვის ფლოტისთვის არ არის დანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |