რეგიონი
ოკუპირებული ყირიმის ორ ქალაქში აფეთქება მოხდა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში, დღეს დილით აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევპატორიაში აფეთქებების ფაქტი რუსეთის მიერ კონტროლირებულმა საოკუპაციო ხელისუფლებამაც დაადასტურა.

ყირიმის ე.წ. „ხელმძღვანელის“, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |