რეგიონი
უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს
უკრაინულმა ძალებმა წუხელ მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.

ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ტელეკომპანია Freedom-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"წუხელ მელიტოპოლის რაიონის სოფელ მირნეში აფეთქებების ხმა გაისმა. ერთ-ერთი შენობა, რომელშიც ფსევდორეფერენდუმის მომზადება მიმდინარეობდა, განადგურებულია", - განაცხადა ფედოროვმა.

როგორც მერი აცხადებს, განადგურებულია მელიტოპოლში მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა, რომელიც ავტოკოლორლიტის ქარხანაში მდებარეობდა.
| Print |