რეგიონი
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსებმა დღეს დილით ხარკოვის რამდენიმე რაიონს დაარტყეს, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი იუწყება.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

„სამწუხაროდ, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ექიმების წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა“,
- განაცხადა სინეგუბოვმა.

გუბერნატორმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად თავი აარიდონ თავშესაფრებიდან გასვლას და განგაშის სიგნალების მიმართ ყურადღება გამოიჩინონ.
| Print |