რეგიონი
დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს
დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

"ჩვენი დღე კარგი ამბებით გრძელდება. ჩვენმა დამცველებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მტრის რაკეტა ჩამოაგდეს. მადლობელი ვართ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის!”- დაწერა რეზნიჩენკომ.
| Print |