რეგიონი
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის არმიამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, ხარკოვის ოლქში 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე ანა მალიარზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ხარკოვის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია, როგორც დაგეგმილი იყო, რამდენიმე დღე გაგრძელდა. 6 სექტემბრიდან დღემდე, 3 800 კვადრატული კილომეტრი და 300-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. 150 000-ზე მეტი უკრაინელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად მძევლები იყვნენ“,
- ამბობს მალიარი

მალიარის თქმით, კონტრშეტევა გეგმის მიხედვით გრძელდება ხარკოვის ოლქის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებამდე.

"მთავარი არხი"
| Print |