რეგიონი
ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს - ზელენსკი იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხზე
ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავთან დაკავშირებით განაცხადა და „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.უკრაინის პირველმა პირმა დაგმო რუსეთი და მას „მკვლელი“ და „მწამებელი” უწოდა.

„მსოფლიო, რომელშიც არ უნდა იყოს სისასტიკე და ტერორიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი იქ არის და მისი სახელი რუსეთია”, - დასძინა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი მხოლოდ სიკვდილსა და ტანჯვას ტოვებს.„მკვლელები. მწამებლები. ყველაფერი ადამიანურის არმქონენი. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. დამსახურებული სასჯელის მიზღვა სამართლიანად შემაძრწუნებელი იქნება. ყოველი უკრაინისთვის, ყოველი წამებული სულისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.შეგახსენებთ, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ.
| Print |