რეგიონი
იზიუმის მასობრივი საფლავები ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე რუსული სიმხეცის მცირე ნაწილი იყო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ქალაქებში მასობრივი საფლავები და წამების ადგილები ადასტურებს, რომ რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში.

„ახლად გათავისუფლებულ იზიუმში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი საფლავებისა და წამების ადგილების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე არ იყო ომის ცალკეული დანაშაულები, არამედ იყო რუსული სიმხეცის მცირე ნაწილი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ომის შემსწავლელ ინსტიტუტში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინელი დამცველები, დანარჩენი ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებისას, გააგრძელებენ რუსეთის ომის დანაშაულებისა და სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას.

შეგახსენებთ, რომ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ.
| Print |