რეგიონი
აშშ-ის სენატმა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 350 მილიარდი დოლარი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 350 მილიარდი დოლარი დაამტკიცა. ამის შესახებ ნიუ-იორკის 45-ე საარჩევნო ოლქის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ბორის პინკუსმა განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს სენატმა დაამტკიცა 350 მილიარდი დოლარი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. და ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო მეტიც, მარშალის გეგმა, რომელიც შემუშავდება, მოიცავს ევროპის ყველა ქვეყნის ყველაზე აქტიურ მონაწილეობას.

უკრაინას უკვე დღეს, მიუხედავად იმისა, როდის დასრულდება ომი, სასწრაფოდ ესაჭიროება იმ რეგიონების ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომლებმაც განიცადეს ზარალი. აშშ-ის კონგრესი და ბაიდენის ადმინისტრაციაც ამ მიმართულებით მუშაობენ",
- თქვა პინკუსმა.

ცნობისთვის, 19 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინის 40 მილიარდის დოლარის ღირებულების სასწრაფო სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი. პაკეტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა და ხელმოსაწერად გაეგზავნა შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ჯო ბაიდენმა მას ხელი 21 მაისს მოაწერა.

21 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-მ უკვე გამოყო 25 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება უკრაინაში.

29 სექტემბერს აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინას 12,4 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას.
| Print |