რეგიონი
ომიდან 232-ე დღეს უკრაინა ისევ დაიბომბა
უკრაინის ქალაქ მიკოლაევში, სადაც რუსეთმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა მაშველებმა 31 წლის კაცისა და 80 წლის ქალის ცხედრები ამოიყვანეს. ინფორმაცია მერმა გაავრცელა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მანამდე, ნიკოლაევში მაშველებმა კორპუსიდან გამოიყვანეს 11 წლის ბიჭი, რომელიც ნანგრევებში 11 საათი იყო. ის კლინიკაშია გადაყვანილი და სამედიცინო დახმარება უტარდება.

„ღამით ნიკოლაევი S-300 რაკეტებით დაბომბეს. ერთ-ერთი 5-სართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი გამოიყვანეს, მან ნანგრევების ქვეშ 6 საათი გაატარა“, - დაწერა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ომის 232-ე დღე. საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სხვადასხვა ლოკაციაზე 3 სარაკეტო და 4 საავიაციო დარტყმა განხორციელდა.

პარალელურად, ოკუპანტებმა ბახმუტისა და ავდეევკiს მიმართულებით წინ წაწევა სცადეს, თუმცა უკრაინულმა ძალებმა მათი შეტევები მოიგერიეს. ხერსონში კი უკრაინელებმა კიდევ 5 სოფელი გაათავისუფლეს. ამ დროისათვის ოკუპანტებისგან ხერსონის 75 დასახლებული რაიონია გაწმენდილი.
| Print |