რეგიონი
რუსეთმა ბელარუსში ჯარი გადაისროლა
რუსეთმა ბელარუსში სამხედროებით სავსე ეშელონები გადაისროლა. საერთო ჯამში ბელარუსში 20 ათასამდე მობილიზებული პირის განთავსება იგეგმება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს რეგიონულ დაჯგუფებაში შემავალი სამხედროები არიან. როგორც ბელარუსმა დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რუსეთ-ბელარუსის დაჯგუფების განთავსება საკავშირო სახელმწიფო დასავლეთ საზღვარზე სიტუაციის გამწვავებით აიხსნება.

2022 წლის 24 თებერვალს სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრა უკრაინაში რუსული ჯარი, რომლის გაჩერება კიევიდან სულ რაღაც 30 კმ-ში მოხერხდა.

ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო იერიშებისთვის იყენებენ. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრას, მაგრამ რუსული ჯარის ახალი შეტევა კიევზე ბელარუსის მხრიდან სავსებით შესაძლებელია. ამასთანავე უკრაინელები ამბობენ, რომ 24 თებერვლისგან განსხვავებით ისინი ამჯერად ამ შეტევას ბევრად მომზადებულები შეხვდებიან.

| Print |