რეგიონი
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი 06:26 საათიდან გრძელდება.
ყველაზე ბოლოს საჰაერო განგაში იმიერკარპატების ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 58 ავიაიერიში განახორციელა. თავდასხმები უკრაინის 35-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მოხდა.

გენშტაბის ინფორმაციით, ავიაიერიშები განსაკუთრებით ინტენსიური კიევის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში იყო.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების 43 უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136“ გამოიყენეს. უკრაინელებმა 38 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.
| Print |