რეგიონი
ირანში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ინფორმაციას BBC მასწავლებელთა კავშირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლე გოგონები აიძულა, ხელისუფლების მხარდამჭერ დემონსტრაციებში მიეღოთ მონაწილეობა და ირანის სასულიერო ლიდერის სადიდებელი ჰიმნი შეესრულებინათ.

ღონისძიების დაწყებისას რამდენიმე მოსწავლემ მთავრობის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც მათ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. BBC-ის ინფორმაციით, დაზარალებულებს შორის ერთ-ერთი იყო 15 წლის გოგონა სახელად ასრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ირანში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები უკვე ერთ თვეზე მეტია იმართება. ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის 22 წლის მაჰსა ამინი დააპატიმრა. გოგონა წამების შედეგად გარდაიცვალა.
| Print |