რეგიონი
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის მისიის ვადის გაგრძელების საკითხის შესწავლას არ გამორიცხავს
ევროკავშირის 40-კაციანი სადამკვირვებლო მისია სომხეთში უახლოეს მომავალში ჩამოვა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტებს შორის არსებობს მოსაზრებები, რომ მისიის ვადა ან უნდა გახანგრძლივდეს ან მისია მუდმივი უნდა გახდეს. ფაშინიანმა, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის ღრმად შესწავლა არ გამორიცხა.

ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო დამკვირვებელთა მისიის საქმიანობის დაწყებას და აღნიშნა, რომ შესაბამისი შეთანხმებას 6 ოქტომბერს, პრაღაში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს.

„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ჩვენმა ევროკავშირელმა პარტნიორებმა გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად მიიღეს. წინასწარი გუნდი უკვე სომხეთშია. მთავარი ჯგუფი - 40 წევრისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისია სომხეთში უახლოეს მომავალში ჩამოვა. თავდაპირველი შეთანხმებაა, რომ სადამკვირვებლო მისია 2 თვის განმავლობაში იმუშავებს. ექსპერტებს შორის არსებობს მოსაზრებები, რომ ვადა უნდა გაგრძელდეს ან სადამკვირვებლო მისია მუდმივი უნდა გახდეს. ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის თემა, რომელიც განიხილება ჩვენს საზოგადოებაში და ექსპერტების წრეებში. თუ ჩვენ დავინახავთ ასეთ შესაძლებლობას ან აუცილებლობას, არ გამოვრიცხავ, რომ საკითხი უფრო ღრმად შევისწავლოთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
| Print |