რეგიონი
დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა - უკრენერგო
მტრის დღევანდელი თავდასხმების გამო უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბები შესაძლოა აღემატებოდეს 10-12 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის შედეგებს, - ამის შესახებ კომპანია „უკრენერგო“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დღეს რაშისტებმა უკრაინის დასავლეთ რეგიონების ენერგეტიკულ ობიექტებზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

„ზარალის მასშტაბები შეიძლება აღემატებოდეს 10-12 ოქტომბრის თავდასხმის შედეგებს. „უკრენერგოს“ სპეციალისტები ყველა ზომას ღებულობენ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ რეგიონებში ელექტრომომარაგების უმოკლეს ვადაში აღსადგენად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე რეგიონში შეიზღუდა, კერძოდ, კიევსა და კიევის ოლქში, ჩერნიგოვის, ჟიტომირის ოლქებში, ასევე სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში.

„შეზღუდვები აუცილებელია ქსელებზე დატვირთვის შესამცირებლად და ავარიის თავიდან ასაცილებლად მას შემდეგ, რაც ქსელები დაზიანდა ტერორისტული სარაკეტო თავდასხმებით“, - განმარტავენ „უკრენერგოში“.
| Print |