რეგიონი
რატომ აუკრძალეს მარგარიტა სიმონიანს სომხეთში ჩასვლა?
რუსი პროპაგანდისტი და RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ სომხეთში შესვლა აუკრძალეს.

სიმონიანი გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტის ზატულინის ამბავს, რომლის ვიზიტიც სომხეთში "არასასურველად" მიიჩნიეს.

"კონსტანტინ ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში სომხეთის აქტიური მხარდამჭერი იყო, სომხეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც", - დაწერა სიმონიანმა ტელეგრამში.

კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, მან ვიზიტთან დაკავშირებით სომხეთის ეროვნული კრების წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ: "სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელობის სახელით გაცნობებთ, რომ, სამწუხაროდ, თქვენი ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები სომხეთის რესპუბლიკის მისამართით საზიანოა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მეგობრული და მოკავშირე ურთიერთობების განვითარებისთვის. ამასთან დაკავშირებით, თქვენი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში არასასურველად ითვლება".

ეროვნული ასამბლეის კრების თავმჯდომარის პრესსპიკერმა, ცოვინარ ხაჩატურიანმა რადიო თავისუფლების ერევნის ბიუროს დაუდასტურა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ზატულინს ნამდვილად გაეგზავნა.
| Print |