რეგიონი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში რამდენიმე სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვისა და ხერსონის ოლქების დასახლებების რამდენიმე სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა.

ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებაში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

No737/2022 განკარგულება ითვალისწინებს ხარკოვის ოლქში ქალაქ ვოლჩანსკის, ჩუგუევსკის რაიონის პეჩენეჟისა და ჩკალოვსკის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციების, იზიუმის რაიონის სოფელ კუნევსკაიას სამხედრო ადმინისტრაციის ფორმირებას.

ასევე ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ჩამოყალიბდა ქალაქი კუპიანსკის, დვურეჩანსკის დასახლების, კინდრაშევსკისა და პეტროპავლოვსკის სოფლების სამხედრო ადმინისტრაციები.

No738/2022 განკარგულება კი ითვალისწინებს ხერსონის ოლქის დასახლებების 20 სამხედრო ადმინისტრაციის შექმნას.

განკარგულებები ძალაში გამოქვეყნების დღიდან შედის.
| Print |