რეგიონი
უკრაინაში ორ ბირთვულ ობიექტს შეამოწმებენ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები, უკრაინის მხრიდან წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ქვეყანაში ორ ბირთვულ ობიექტს შეამოწმებენ, - ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.

მისი თქმით, ინსპექტირების მიზანია დადგინდეს, ხომ არსებობს რაიმე სახის არადეკლარირებული ბირთვული აქტივობა.

“ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ დამოუკიდებელ შემოწმებას ორ ლოკაციაზე, რათა დარწმუნდნენ, რომ არ არსებობს არადეკლარირებული ბირთვული მასალა და აქტივობები”
, - განმარტა გროსიმ.

მისი თქმით, შემოწმების დასრულების შემდეგ შედეგები შეფასდება და ინფორმაცია გასაჯაროვდება.

„როგორც კი შემოწმება დასრულდება, შედეგებს შევაფასებთ და მათ შესახებ ინფორმაციას გავასაჯაროებთ ისე, როგორც მიღებული პრაქტიკა გვავალდებულებს. თუმცა, მაღალი ინტერესისა და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, სააგენტო შემოწმების შედეგებს ჯერ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს, შემდეგ კი საზოგადოებას წარუდგენს“,
- განაცხადა გროსიმ.

უკრაინამ “ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული ობიექტების შემოწმების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც რუსეთის ფედერაციამ ქვეყანა ე.წ. “ბინძური ბომბის” გამოყენებისთვის მზადებაში დაადანაშაულა.
| Print |