რეგიონი
რუსების მიერ მიკოლაივის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა „ტელეგრამში“ დაწერა.

„მიკოლაივი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა“, - წერს მერი.

მისი თქმით, ნაწილობრივ განადგურდა სასწავლო დაწესებულების შენობა, განადგურდა საცხოვრებელი სახლი. ერთ-ერთ სახლში კი ხანძარი გაჩნდა.

„ამასთან, რამდენიმე სახლში ჩაიმსხვრა ფანჯრები, კარები, დაზიანდა სახურავები. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა“, - აცხადებს მერი.
| Print |