რეგიონი
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან 10 000-მდე ბავშვი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსებს ბავშვები სკოლა-ინტერნატებიდან გამოჰყავთ და არ აბრუნებენ. ისინი იტაცებენ არა მარტო ობლებს, არამედ მშობლებთან ერთად მცხოვრებ ბავშვებსაც.

„ისინი გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები“, - აცხადებენ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ადამიანები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან რუსებმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს.
| Print |