რეგიონი
უკრაინელებმა ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს
უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირება მოახდინოს თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე ცალკეული მიმართულებებით. ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები ბომბავენ უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებს შეხების ხაზის გასწვრივ, ახორციელებს საზღვრების საფორტიფიკაციო აღჭურვას და ატარებს საჰაერო დაზვერვას.

„მტერი აგრძელებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო დასახლებებზე დარტყმებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევით“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა, ასევე 45-ზე მეტი იერიში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

„ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხერსონის და სხვა ოლქების 30-მდე დასახლება დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
| Print |