რეგიონი
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გუგა გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გუგა გაგნიძე დღეს დილით სამშობლოში ჩამოასვენეს.

40 წლის მებრძოლის ცხედარი ზესტაფონში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

უკრაინაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში გუგა გაგნიძე 30 ოქტომბერს დაიღუპა. მისი ჯგუფი კერძო სამხედრო დანაყოფ ვაგნერის ალყაში მოხვდა. ჯარისკაცი უკრაინის 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
| Print |