რეგიონი
რუსები ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ
რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მტრის თავდასხმის ქვეშ 30-ზე მეტი დასახლება მოექცა.

„მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო იერიში, ასევე 35-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, სუმის და ხერსონის ოლქების 30-ზე მეტი დასახლება", - აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით.

„მტერი ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და კონცენტრირებულია გარკვეული მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე. ატარებს შეტევითი ოპერაციებს ბახმუტისა და აავდიივკს მიმართულებებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 12 დასახლებულ პუნქტში.
| Print |