რეგიონი
ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება - რუსეთი კვლავ დაბომბავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ომის მეორე ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება.

„რუსეთი კვლავ დაბომბავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას; მათი მიზანია უკრაინის გაყინვა და უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდის ჩადენა", - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, ამჟამად ელექტოენერგია ქვეყნის ყველა რეგიონს მიეწოდება, ხერსონის გარდა.

„ამჟამად ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება მოხმარების საჭიროებების 70%-ს ფარავს", - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მისი თქმით, სიტუაცია საჭიროებს ძლიერ საჰაერო თავდაცვას და დაზიანებული ელექტროტექნიკის სწრაფ შეკეთებას.

„საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, პირველ რიგში, თანამედროვე დასავლური სისტემების მიწოდების წყალობით“, - განაცხადა მან.

შმიგალის განმარტებით, პრიორიტეტი იყო დამატებითი ელექტროტექნიკის მოპოვებაც.

"მხოლოდ ლიეტუვამ 114 ტრანსფორმატორი მოგვცა. სხვა ქვეყნები გამოყოფენ თანხებს და აღჭურვილობას, რათა უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარონ. მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს არა მხოლოდ ევროპა, არამედ აშშ, კანადა და იაპონიაც," - აღნიშნა შმიგალმა.

| Print |