რეგიონი
რუსების ტყვეობაში ზაპოროჟიეს 232 მცხოვრები რჩება
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, რუს ოკუპანტებს ოლქის 230-ზე მეტი მცხოვრები ჰყავთ მძევლად აყვანილი.

„ომის 9 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის არაერთი ფაქტი. 573-მა ჩვენიმა თანამემამულემ გამოარა რუსეთის ტყვეობა, 232 კვლავ ტყვეობაში რჩება. საერთაშორისო ორგანიზაციები უმწეობას ავლენენ სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით“,
- აცხადებს სტარუხი.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს უკრაინამ ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი, მათ შორის მარიუპოლის დამცველები, დააბრუნა.
| Print |