რეგიონი
უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში მტრებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს
უკრაინის დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს.

გარდა ამისა, უკრაინელებმა 5 დარტყმა მიაყენეს რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი დაარტყეს რუსების 2 საკონტროლო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 8 ტერიტორიას და საწვავი და საპოხი მასალების საწყობს.

„მტერი აგრძელებს ფოკუსირებას ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. ის ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება კუპიანის, ლიმანის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ინფორმაციით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს შეაკავოს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებები.
| Print |