რეგიონი
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის სიგნალის ხმა ისმის
უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, ხარკოვში, ჟიტომირში, ვინიცაში, ჩერნიგოვში, მიკოლაივსა და კიროვოგრადში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ უკრაინის დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას, თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

„დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის სიგნალი გამოცხადდა! გთხოვთ წადით თავშესაფარში!” - დაწერა ადმინისტრაციამ „ტელეგრამზე“.

თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს მოსახლეობას ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვიც.
| Print |