რეგიონი
პუტინი მზად არის, უკრაინაში ხანგრძლივი ომისა და შეტევებისთვის - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, ამიტომ ალიანსმა კიევის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, მანამ სანამ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ ,,ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს".

,,რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ომს. ვხედავთ, რომ ისინი ახდენენ დამატებითი ძალების მობილიზებას, ისინი ცდილობენ, გაწირონ მეტი ადამიანი და მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, ამ ომში დიდი ხნით იყოს და დაიწყოს ახალი შეტევები", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. მისივე თქმით, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზა სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.
| Print |