რეგიონი
უკრაინელებმა ხერსონსა და ზაპოროჟიეში მტრის ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას ხერსონსა და ზაპოროჟიეში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

„განადგურდა 8 ერთეული სხვადასხვა ტიპის მძიმე სამხედრო ტექნიკა, ზუსტდება ინფორმაცია ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ“, - აცხადებენ გენშტაბში.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ინფორმაციით, 12 დეკემბრიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარები ემზადებიან უკრაინის იმ მოქალაქეების იძულებითი ევაკუაციისთვის, რომლებიც ქალაქ ვასილიევკაში და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ.

| Print |