რეგიონი
რუსულმა ძალებმა ბახმუტი დაბომბეს, დაიღუპა ორი და დაშავდა 13 ადამიანი
დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევის გამო.

გამოძიების ინფორმაციით, 6 იანვარს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა ბახმუტის საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს.

„საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ ნაღმმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 66 წლის მამაკაცი და 61 წლის ქალი. 13 ადამიანმა სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
| Print |