რეგიონი
რუსეთში, სავალდებულო სამხედრო გაწვევის ასაკი 27-დან 30 წლამდე შესაძლოა, გაიზარდოს
რუსეთში, შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო გაწვევის ასაკი 27-დან 30 წლამდე გაიზარდოს - ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ანდრეი კარაპოლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

კარაპოლოვი, რომელიც ახლა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ მან მოქმედ მაღალჩინოსნებს სავალდებულო სამსახურის ზედა ზღვრის გაზრდა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შესთავაზა.

მისი თქმით, საკითხი ახლა განხილვის პროცესშია.
| Print |