რეგიონი
დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსული ძალების მიერ 14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მტრის თავდასხმას კორპუსის 35 მცხოვრებლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75. დაშავებულებს შორის 14 ბავშვია. კიდევ 35 მცხოვრებლის ბედი უცნობია. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებს რეზნიჩენკო.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დნიპროში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმა 14 იანვარს განახორციელეს.
| Print |