რეგიონი
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ჯერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაისმა, შემდეგ დედაქალაქ კიევში, მოგვიანებით კი - მთელ ქვეყანაში.

საჰაერო განგაში ნიშნავს სარაკეტო თავდასხმების და საჰაერო დარტყმების საფრთხეს და ამ დროს საჭიროა თავშესაფარში წასვლა.
| Print |