რეგიონი
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე ყოფნის უფლება ერთი წლით გაუგრძელდათ
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება ერთი წლით გაუგრძელდათ. ამის შესახებ მთავრობის 24 თებერვლის დადგენილებაშია აღნიშნული.

პრემიერის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, ცვლილება შევიდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთაც მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

კერძოდ, ამ წესის თანახმად, მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ 1 წლის განმავლობაში გაჩერდნენ. თუმცა, 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილებით უკრაინის მოქალაქეები გამონაკლისს წარმოადგენენ და მათ საქართველოში გაჩერება ვიზის გარეშე 2 წლის ვადით შეეძლებათ.
| Print |